English / ქართული / русский /
ლევან სილაგაძე
მშპ-სა და პუი-ს თანაფარდობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

ანოტაცია 

თანამედროვე გლობალიზებულ ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) გარეშე წარმოუდგენელია ცივილიზებული ქვეყნების ეკონომიკების განვითარება. მკვლევართა ერთი ნაწილი FDI-ის უკუგებაზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე ნაწილი - ეროვნულ ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების გამოყენების მაქსიმალურ ეფექტიანობასა და კეთილდღეობაზეა კონცენტრირებული. სამწუხაროდ, გარდამავალი ეკონომიკის  მქონე პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, მწვავე  ფინანსური დეფიციტის გამო, დიდი არჩევანი არ აქვთ. 1990-იან წლების დასაწყისში, სსრ კავშირის დაშლის შემდეგ აღმოცენებულ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში დაფინანსების ტრადიციული სისტემის შენარჩუნების ყოველგვარი მცდელობა განწირული იყო მარცხისთვის. ისინი განსხვავებულად, მაგრამ მაინც  დაადგნენ საბაზრო ეკონომიკის მშენებლობას, რომელიც იმთავითვე გამორიცხავდა მსგავს მიდგომებს.  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ნაკადების შედინება მოხდა ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსებით მდიდარ პოსტსაბჭოურ  ქვეყნებში.

მდიდარი სათბობ-ენერგეტიკული რესურსების გარდა, პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ინვესტიციების მოზიდვას განსაზღვრავს: ეკონომიკის რეფორმირების სწრაფი ტემპი, ეროვნული ვალუტის სიმყარე, ლიბერალიზებული ფასები, საკუთრების დაცულობის ხარისხი, ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობა, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მდებარეობა, სტაბილური გარემო, არჩეული საგარეო კურსი და ა.შ. ამასთან, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ხელს უწყობს დასაქმებისა და შემოსავლების ზრდას და იგი სულ უფრო მეტ როლს ასრულებს ქვეყნების მშპ-ს მოცულობის ზრდაში (გრაფიკი 1).

 

გრაფიკი 1. პუი-ის %-ული წილი პოსტსაბჭოური ქვეყნების მშპ-ში (2015)

შედგენილია: http://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.MKTP.CD?view=chart; http://data.worldbank.org/ indicator/ BX.KLT.DINV.CD.WD?view=chart; http://data.worldbank.org/indicator/SP.POP.TOTL? view=chart; 23.05.2017.

ჩამოყალიბებული ტენდენციების მიხედვით, პოსტსაბჭოურ ქვეყნებში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით  ლიდერები არიან ნავთობითა და გაზის რესურსებით მდიდარი ქვეყნები: თურქმენეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი. თუმცა, მშპ-ში პუი-ს  მაღალი % წილით კი გამოირჩევიან აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, თურქმენეთი და საქართველო. ამ მაჩვენებლით, საქართველო ასევე ლიდერი ქვეყანაა  უახლოეს მეზობელ პოსტსაბჭოურ ქვეყნებს შორის (გრაფიკი 2).

გრაფიკი 2. საქართველოში და უახლოეს პოსტსაბჭოურ მეზობელ ქვეყნებში
პუი-ის წილი მშპ-ში (%, 2015)

გაანგარიშებულია: http://data.worldbank.org/indicator/BX.KLT.DINV.CD.WD?name_desc=false&view=chart;http://data.worldbank.org/indicator/SP.POP.TOTL?view=chart; http://data. worldbank.org/indicator/BX.KLT.DINV.WD.GD

პოსტსაბჭოთა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასავლეთის ქვეყნებიდან შემოდინებული მზარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, თუმცა მისი გამოყენება ეკონომიკის რეალურ სექტორში მიზერულია.

ამრიგად, პოსტსაბჭოურ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი პუი-ს შედინება მოხდა ნავთობისა და გაზის რესურსებით მდიდარ ქვეყნებში _ თურქმენეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში; მშპ-ში პუი-ის მაღალი პროცენტული წილით გამოირჩევა აზერბაიჯანი, ყირგიზეთი და თურქმენეთი; საქართველო ამ მაჩვენებლით ლიდერი ქვეყანაა უახლოეს მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, მაგრამ ამან ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე მოსალოდნელი ეფექტი ვერ მოახდინა.

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბასილია თ., სილაგაძე ა., ჩიკვაიძე თ., 2001.  პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია:
  2. საქართველოს ეკონომიკა XXI საუკუნის მიჯნაზე. თბილისი.
  3. სილაგაძე ლ., 2016. „პორტფელური ინვესტიციების“ დოქტრინის შესახებ.  ინსტიტუტის დაარსების დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული: ინოვაციური ეკონომიკა და მისი ფორმირების პრობლემები პოსტკომუნისტურ  ქვეყნებში. თბილისი, გვ.533-535.
  4. სილაგაძე  ლ., 2015. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გენეზისის ასპექტები. ჟ. „ეკონომისტი“. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი. დეკემბერი, 5. თბილისი, გვ. 53-57.
  5. სიჭინავა ა., 2010. ,,ინვესტიციები’’, თბილისი.
  6. ქოქიაური ლ., 2010. საინვესტიციო საქმე. თბილისი.
  7. ყუფარაძე გ., 2013. საგადასახადო პოლიტიკა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში. თბილისი.
  8. Zubiashvili, T., Silagadze, L., 2016. Some aspects of the Georgian economy at the contemporary stage. J. Ecoforum. Vol. 5. №2, pp. 70-73.
  9. Silagadze, A., 2016. Concerning “Paradox” of investment and Employment. Innovative  Economy  and Problems of its Formation in Post-Communist Countries.  Ivane Javakhishvili Tbilisi State University. Paata Gugushvili Institute  of economics. Tbilisi, pp.84-85.
  10. Silagadze, A., 2013. Priorities for the Economy of Postcommunist Georgia in the Context of the World Financial Crisis. J. Problems of Economic Transition (USA). Issue: Volume 56, Number 8 / December. 2013, pp. 3–16.
  11. Solomon, E.M., 2011. Foreign Direct Investment, Host Country Factors and Economic Growth. Ensayos Revista de Economia, 30(1), 41-70. http://core.ac.uk/download/pdf/6340633.pdf
  12. Sharpe W.F., Alexander G.J., 2001. Fundamentals of Investments, 3/E. NY: Prentice-Hall.
  13. Silagadze, L., 2017. Foreign Direct Investments in the post-soviet period:the case Georgia.  Vol.  6, No 1 .  http://www.ecoforumjournal.ro/index.php/eco
  14. Tvalchrelidze, A., Silagadze, A., Keshelashvili,G., Gegia, D., 2011. Georgia’s Social Economic Development Program. “Nekeri”, Tbilisi.
  15. Tobin, J., 1956. "The Interest-Elasticity of Transactions Demand for Cash," Review of Economics and Statistics, 38(3), pp. 241–247.
  16. Vernon, R.,1966.  International Investment and International Trade in the Product Cycle - Quarterly Journal of Economics,2,190-207. http://bev.berkeley.edu/ipe/readings/ International% 20Investment%20and%20International %20 Trade % 20in% 20the% 20 Product%20Cycle.pdf
  17. World Investmens Report, 2016: http://unctad.org/en/pages/Publication Webflyer.aspx? publicationid =1555
  18. Комаров, В.В., Литвина, Н.И., 2012. Мировая экономика. Прямые иностранные инвестиции. Москва.